თავში

შოთა გულბანი: ლარის კურსის საკითხი და ფასების ზრდა 2020 წლამდე გამოწვევად დარჩება

შოთა გულბანი
შოთა გულბანი: ლარის კურსის საკითხი და ფასების ზრდა 2020 წლამდე გამოწვევად დარჩება

სამომავლო სამოქმედო გეგმის უმთავრეს პუნქტებს, რომელზეც ახალი პრემიერ მინისტრი ამახვილებს ყურადღებას, გარდა თავდაცვისა და სოციალური საკითხებისა, ეკონომიკურ განვითარებას შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე. გარდა ამისა ახალი პრემიერ- მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური კურსი მიზნად ისახავს ეკონომიკის ფაქტორების, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში.

როგორ აპირებს ახალი სამთავრობო კაბინეტი ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემის: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევას და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს იგი? – ეს არის მთავარი კითხვები, რომელიც გახარიას სამოქმედო გეგმისა და მისი საქმიანობის მიმართ არსებობს.

როგორია ეკონომიკური პროგნოზები მნიშვნელოვანი სამთავრობო ცვლილებების ფონზე, ამის გარკვევას Report.ge ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში შეეცადა. ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა გულბანი, დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის რანგში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ბიზნესომბუცმენად მუშაობის მდიდარი გამოცდილება დაეხმარება.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პრემიერ მინისტრი, რომელსაც ბიზნესომბუდსმენად მუშაობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, არის ერთგვარი იმედისმომცემი სიგნალი კერძო სექტორისთვის, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის ის პრობლემები და საჭიროებები, რაც დღეს ბიზნესში არსებობს. შესაბამისად გახარიას მიმართ მოლოდინები კერძო სექტორიდან მეტწილად პოზიტიურია. ჩვენი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ძნელია რაიმე ახალი განვითარების მოდელის გამოგონება, არც ცდების ჩატარების დრო და შესაძლებლობა გვაქვს, მაშინ როცა ხალხს შედეგი მოკლე ვადაში უნდა ანახო, შესაბამისად, გახარიას  პროგრამა არის დაბალანსებული და არსებული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული," - აღნიშნა შოთა გულბანმა.

შოთა გულბანს იმედი აქვს, გახარიას მინისტრთა კაბინეტი მოახერხებს ლარის კურსის დასტაბილურებას, რაც ექსპერტის თმით, მზიმე ტვირთია ბიზნესია და პრობლემებს უქმნის არამხოლოდ ბიზნესს, მოსახლეობასაც ად ქვეყნის ეკონომიკასაც.

"ცხადია, იმ ნაწილში რაც მთავრობის მხრიდან კონტროლს ექვემდებარება, მაგალითად ლარის კურსის საკითხი და ფასების ზრდა ნამდვილად იქნება გამოწვევა 2020 წლამდე. ვფიქრობ, ამ უკანასკნელს გახარიას მთავრობა სწორი და დისციპლინური ფისკალური და მონატერული პოლიტიკით უნდა ებრძოლოს, ერთი მხრივ, შეამციროს ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მეტი კომუნიკაცია აწარმოოს კერძო სექტორთან”,  - განაცხადა გულბანმა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ დღეს არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის, უმუშევრობის დასაძლევად, გახარიას ეკონომიკურ პროგრამაში სწორი მიდგომაა ის, რომ სახელმწიფო ეცდება უკეთესი საინვესტიციო კლიმატის და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებით გადაჭრას დასაქმების პრობლემა. შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექტორი არ უნდა იყოს მთავარი დამსაქმებელი. ხალხს უნდა ასაქმებდეს ახალ-ახალი ბიზნესები, რომლებიც მთავრობის ხელშემწყობი პროგრამებით მომრავლდება. ამ მხრივ გულბანის რეკომენდაციაა, რომ შენარჩუნდეს და გაძლიერდეს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები, შესაძლოა პროგრამა „აწარმოე საქართველომ“ უფრო დაწიოს სესხის ლიმიტები, რომ მცირე მეურნეობებისთვისაც გახდეს ხელმისაწვდომი პროგრამის ბენეფიტები. სხვა მხრივ არსებული პრიორიტეტები და მიმართულებები უნდა გაძლიერდეს, მაკრო გარემო უფრო სტაბილური უნდა გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system