თავში

შრომის ბაზარზე 400 მილიონ ადამიანს რობოტი ჩაანაცვლებს

შრომის ბაზარზე 400 მილიონ ადამიანს რობოტი ჩაანაცვლებს
შრომის ბაზარზე 400 მილიონ ადამიანს რობოტი ჩაანაცვლებს

თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების შედეგად, ადამიანებისთვის საქმის კეთება გამარტივდა. სწორედ ამიტომ, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მომავალ 10 წელიწადში უამრავი პროფესია გაქრება და შესაძლოა, ამან უმუშევრობის დონეც გაზარდოს. 

ცვლილებები შეეხება განათლების სისტემას. შესაძლოა, რომ ის ნივთები, რომლებიც ცოდნის მისაღებად დღეს ჩვენთვის აუცილებელია, ერთი, ან ორი ათეული წლის შემდეგ საერთოდ ვერ გამოვიყენოთ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება გარდაუვლად შეცვლის საგანმანათლებლო სისტემას. უცხოური გამოცემები წერენ, რომ ონლაინ კურსის სტუდენტების რაოდენობა, უტოლდება იმ სტუდენტთა რიცხვს, რომლებიც უნივერსიტეტებში ესწრებიან სხვადასხვა ლექციას.

მეცნიერთა აზრით, მომავალში შესაძლებელი იქნება რუტინული საქმეების ავტომატიზება - ანუ მას სხვადასხვა პროგრამები და რობოტები შეასრულებენ, შედეგად, 400 მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. McKinsey Global Institute-ს ცნობით, ეს რიცხვი მსოფლიო მასშტაბით ამ ეტაპზე არსებული სამუშაო ადგილების 15%-ია.

"ბოსტონ დაინამიქსის" განცხადებით, 1 ჭკვიანი რობოტი 3 დან 6-მდე ადამიანს დააკარგვინებს სამუშაო ადგილს.

მათი ინფორმაციით, ამ შემცირებაში ყველაზე მეტად ქალბატონები მოხვდებიან, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ქალები ყველაზე ნაკლებად ასრულებენ სამუშაოებს, რომელსაც ანალიტიკა ან თუნდაც, ძალის გამოყენება სჭირდება. საერთაშორისო კვლევების თანახმად ქალბატონები უფრო მეტად ასრულებენ რუტინულ სამუშაოებს, ვიდრე მამაკაცები.

მეცნიერების პროგნოზით, ყველაზე მეტად თანამშრომელთა რიცხვი შემცირდება ბანკებში და სადაზღვევო კომპანიებში, ასევე ენერგეტიკაში, მრეწველობასა და სავაჭრო სფეროებში.

ამავე კვლევების მიხედვით, პროფესორები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიურ განვითარება ნაკლებად შეცვლის რამდენიმე სფეროში მომუშავე ადამიანებს, მათ შორისაა: ექსპერტები, ანალიტიკოსები, თანამშრომლები, რომლებიც სოციალურ სფეროში საქმიანობენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებსა და მოხუცებს უვლიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system