თავში

შრომის ბაზარზე საქართველოს გამოცდილებით ყირგიზეთი დაინტერესდა

შრომის ბაზარზე საქართველოს გამოცდილებით ყირგიზეთი დაინტერესდა
შრომის ბაზარზე საქართველოს გამოცდილებით ყირგიზეთი დაინტერესდა

საქართველოსა და ყირგიზეთის შრომისა და დასაქმების სფეროს წარმომადგენლებს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა თამილა ბარკალაიამ და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ველთაურმა ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გამართეს ყირგიზეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან, კამალდინ როკტოსარტოვთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ყირგიზულმა მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული პროექტების თაობაზე და გამოცდილების გაზიარებისთვის ქართულ მხარეს თხოვნით მიმართა.

,,შეხვედრის მიზანს საქართველოს გამოცდილების შესწავლა და გაზიარება წარმოადგენდა, რაც მათ 2021-2025 წლებისთვის ყირგიზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შემუშავებაში დაეხმარება. საუბარი შეეხო საქართველოს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის მთავარ პრინციპებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო ტენდენციებს. განიხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტები, მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციები", - განმარტავენ სამინისტროში.უწყების ინფორმაციით, სააგენტოს ხელმძღვანელობამ ყირგიზელ კოლეგებს გააცნეს სააგენტოს საქმიანობა, სტრუქტურა, მიმდინარე პროგრამები და პროექტები.შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მხარდაჭერითა და მათი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system