თავში

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი სავაჭრო ცენტრში სამუშაო პირობებს შეისწავლის

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი სავაჭრო ცენტრში სამუშაო პირობებს შეისწავლის
შრომის ინსპექტორთა ჯგუფი სავაჭრო ცენტრში სამუშაო პირობებს შეისწავლის

ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ თბილისის მსხვილ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან ვიდეო ჩართვის საშუალებით სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს.

ამის შესახებ report.ge-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

შეხვედრის მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ სავაჭრო ცენტრში სამუშაო პირობებს შეისწავლის და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გასცემს.

ვიდეო ჩართვაში მონაწილეობდნენ თბილისი მოლის, ისტ პოინტის, სითი მოლის და თბილისი გალერიას წარმომადგენლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system