თავში

შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ

შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებულ შენიშვნებს
შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებენ

შრომის კოდექსში ცვლილებების ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი, შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს არ იღებს. მისი თქმით, აღნიშნულ სტრუქტურას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუცური ვალდებულებაა, დაიცვას თითეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება.

„არცერთი ბიზნესი არ შეწუხდება შრომის ინსპექციით, ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს, თუ ის არ დაარღვევს კანონს. თუ ვინმე დაარღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ეს რა თქმა უნდა, იქნება მისთვის პრობლემატური. პირველ რიგში შრომის ინსპექცია იქნება პარტნიორი დამსაქმებელის და პარტნიორი დასაქმებულის. ბიზნესს ჰქონდა წინააღმდეგობა, მათი ბევრი შენიშვნა გათვალისიწნებულია, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ღერძია ამ რეფორმის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული, რადგან შრომის ინსპექციის დასუსტება ლეგიტიმური არ არის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სტრუქტურა, გვჭირდება აღსრულების მექანიზმები. ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესის ხმა,“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესს არ მოსწონს. მათი თქმითშრომის ინსპექცია სადამსჯელო ფუნქციის იქნება და ორიენტირდება მხოლოდ ჯარიმების გამოწერაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system