თავში

ბიზნესის აზრით, შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილება ევროპასთან არ გვაახლოებს

შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილება ევროპასთან არ გვაახლოებს
ბიზნესის აზრით, შრომის კანონში დაგეგმილი ცვლილება ევროპასთან არ გვაახლოებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომის კოდექსში დამატებითი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იქნა, სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა შენიშვნები.

ასოციაციიაში აღნიშნეს, რომ კანონპროექტის ინიციატორთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ცვლილებები გვაახლოებს ევროპასთან, არასწორია. კომპანიების ინტერესების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე თავად დასაქმებულთათვისაც.

"მომავალ კვირას ჩვენ გვექნება შეხვედრა პრემიერ მინისტრთანაც, იმედია შევძლებთ ინტერესთა დამთხვევას. ამ ტიპის შეხვედრების მიზანია დავეხმაროთ მთავრობას გაიაზრონ რა საფრთხეების შემცველი შეიძლება იყოს აღნიშნული კანონპროექტის ამ ფორმით მიღება. დირექტივები რაც უნდა შესრულდეს, გვაძლევს საშუალებას შერბილებული იქნას რეგულაციები, რაც აღნიშნული კანონპროექტის ფორმაშია შეტანილი," - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნეს ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, რომ სოციალური სახელმწიფოს მიზნები გასაგებია ბიზნეს ოპერატორთათვის, თუმცა, პრობლემები, რომელიც შეიძლება ამ რეგულაციებმა მოუტანოს ბიზნესის ყველა სეგმენტს, უარყოფითად აისახება თავად დასაქმებულებზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system