თავში

შრომის კოდექსის რეფორმის ავტორები დღეს საჯარო შეხვედრას მართავენ

შრომის კოდექსის რეფორმის ავტორები დღეს საჯარო შეხვედრას მართავენ
შრომის კოდექსის რეფორმის ავტორები დღეს საჯარო შეხვედრას მართავენ

დღეს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი", USAID-ის პროექტის - "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მხარდაჭერით, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მეორე საჯარო შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი დაინტერესებულ მხარეებთან დეტალურად განიხილავს კოდექსში შესატან ცვლილებებს.
დისკუსიის მთავარი თემა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა უფლებების გაძლიერება, ასევე, დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იქნება.
თემატური შეხვედრები უკვე გაიმართა ბიზნეს ასოციაციების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები მსგავსი დისკუსიების გამართვას სხვადასხვა თემატურ საკითხზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით მომავალ კვირებშიც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system