თავში

გააუმჯობესებს თუ გააუარესებს მდგომარეობას შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები
გააუმჯობესებს თუ გააუარესებს მდგომარეობას შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი მიიჩნევს რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე რეგულაციის ზეგავლენის შეფასების გაკეთება აუცილებელია. მისი თქმით, არსებობს რისკი რეგულაციამ გავლენა მოახდინოს არამხოლოდ დასაქმებულ-დამსაქმებელზე, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ქვეყნის ეკონომიკასა და საინვესტიციო გარემოზე. 

"ეს არ არის დავა იდეოლოგიურ ჭრილში, ეს არის დავა ციფრებით. ბიზნეს ასოციაციების პირველი და მთავარი მოთხოვნაა, გაკეთდეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე რეგულაციის ზეგავლენის შეფასება. მაგალითად, 8 სთ ზეგანაკვეთური უნდა ანაზღაურდეს გაზრდილი ოდენობით 125 %-ით, ანუ საათში 25% არის ხარჯი, ამიტომ გვჭირდება ანალიზი იმას, თუ რა მოუვა ამ ხარჯს, საით წავა, პროდუქტის ღირებულებაში აისახება? შრომითი დანახარჯები ეს არის პროდუქტისთვის აუცილებელი კომპონენტი. საბედნიეროდ, ეკონომიკის სამინისტრომ საჯაროდ დააფიქსირა,რომ საჭიროა რია-ს გაკეთება. ეს არის რეფორმა,რომელიც ამ ქვეყანაში შეეხება ყველა ადამიანს, მათ შორის იმ ადამიანებს,რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან დამსაქმებლები. ჩვენ გაგვიჭირდება ინვესტორების დარწმუნება, რომ მაინცდამაინც საქართველოში გააკეთონ ბიზნესი, ჩვენ თუ შევქმნით ისეთივე რეგულაციებს,როგორიც ევროპაშია, მე ვერ ვხედავ მიზეზს,რატომ უნდა თქვან მათ უარი ევროპაში ბიზნესის კეთებაზე და წამოვიდნენ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ,როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრად მეტი რისკია,“-  განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system