თავში

შრომის კოდექსში ცვლილებზე მსჯელობას ჯანდაცვის კომიტეტი დღეს გააგრძელებს

შრომის კოდექსში ცვლილებზე მსჯელობას ჯანდაცვის კომიტეტი
შრომის კოდექსში ცვლილებზე მსჯელობას ჯანდაცვის კომიტეტი დღეს გააგრძელებს

„შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ მსჯელობას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღეს გააგრძელებს. განხილვა გუშინ დროის სიმცირის გამო ვერ დასრულდა. განხილვისას ყურადღება შრომის ინსპექციის როლზე გამახვილდა.

„არის კითხვები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გამოითქვა ბიზნეს ასოციაციებიდან. შრომის ინსპექციის მიმართ აქვთ კითხვები. მე ვფიქრობ, რომ ინსტიტუტი თუ არსებობს, მას უნდა ჰქონდეს მანდატი. სხვა შემთხევაში, უბრალოდ, ფიქცია იქნება და აზრი არ აქვს კანონის მიღებასაც“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკრეტული შვებულების საკითხებს, ასევე დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის მექანიზმებს მოიცავს.

კანონპროექტის მიხედვით, ასევე უნდა განისაზღვროს სამუშაო დროის რეგულირების საკითხი.

„საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტი პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, ხვალ გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system