თავში

შშმ პირები ვირტუალურ მოგზაურობას საქართველოშიც შეძლებენ

შშმ პირები ვირტუალურ მოგზაურობას საქართველოშიც შეძლებენ
შშმ პირები ვირტუალურ მოგზაურობას საქართველოშიც შეძლებენ

ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ დათვალიერება, სპეციალური სათვალით ექნებათ შესაძლებლობა სრულფასოვნად განიცადონ და ნახონ ვირტუალურად ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც რთულად მისადგომია. 

თავდაპირველად სათვალის აპლიკაციაში ჩაიტვირთება მუცო, ვარძია, შატილი, უახლოეს მომავალში დაემატება უფლისციხე.

საბოლოოდ აპლიკაციაში საქართველოს ყველა ღირსშესანიშნაობა იქნება ჩარტვირთული.

ამის შესახებ report.ge-ს კულტურისა და ძეგლთა დაცვის დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვირტუალური მოგზაურობის შესაზლებლობა შშმ პირებს სახვადასხვა ქვეყნაში აქვთ და ეს მალე საქართველოშიც რეალობა იქნება. 

უწყების ცნობით, აპლიკაცია უკვე მზად არის მოხმარებაში ჩასაშვებად. ახლა მხოლოდ ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებზე მიდის მიდის მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system