თავში

კობა გვენეტაძე: სსფ-ისთვის შთამბეჭდავია სებ-ის თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე

შთამბეჭდავია სებ-ის თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე
კობა გვენეტაძე: სსფ-ისთვის შთამბეჭდავია სებ-ის თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურებოდა არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას.

ქვეყნის პირველი ბანკირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისიამ მხარი დაუჭირა მიკრო სესხების სექტორისთვის ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებულ ახალ სტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნულ ბანკს პოლიტიკის მიზნების მიღწევაში.მისივე განმარტებით, ახალმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გაწმინდა სექტორი სიცოცხლისუუნარო კომპანიებისგან და გააუმჯობესა მიკროსაფინანსო სეგმენტის რეპუტაცია.

"ბოლოდროინდელმა გაუმჯობესებულმა რეგულაციებმა და საზედამხედველო მიდგომებმა ნაწილობრივ შეამცირა ის მოწყვლადობა და რისკები, რომლებიც არასაბანკო სექტორში არსებობდა. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის პრუდენციული რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერების საქმეში. მიკროსაფინანსო სექტორის ზედამხედველობის წინსვლა ხელს უწყობს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის ამაღლებასა და სანდოობის ზრდას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტორთათვის," - განმარტავს გვენეტაძე და დასძენს, რომ წინსვლის მიუხედავად, რჩება გარკვეული საკითხები და გამოწვევები სექტორის ამჟამინდელი სტრუქტურიდან გამომდინარე, მისი სტაბილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით.

"სიამაყით აღვნიშნავ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიისთვის შთამბეჭდავი იყო არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომელთა ცოდნისა და ექსპერტიზის დონე, რომელთაც ამ რეფორმების განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო განვავითარებთ და გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს," - აღნიშნავს გვენეტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system