თავში

შტატებმა 28 ჩინური კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა

შტატებმა 28 ჩინური კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა
შტატებმა 28 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა

უიღურების მუსლიმი უმცირესობის "სასტიკი რეპრესიების" გამო, აშშ-მა ჩინეთის სამთავრობო და კერძო 28 კომპანია შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC Business ავრცელებს. 

როგორც შტატების ვაჭრობის სამინისტროში განმარტავენ, გადაწყვეტილების საფუძველზე ფირმებისთვის ექსპორტი შეიზღუდება, შესაბამისად მათ, სანქციების დაწესების შემდეგ ამერიკულ პროდუქციაზე წვდომა შეუწყდებათ.


შტატების შავ სიაში ჩინური კომპანია Hikvision მოხვდა, რომელიც თავს მსოფლიოს მასშტაბით ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების უდიდეს მწარმოებელად მიიჩნევს და საფონდო ბირჟის დაახლოებით 42 მილიარდი დოლარიანი ღირებულება აქვს.


ჩინეთში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ პრობლემა არ არსებობს.


ცნობისთვის, უიღურები თურქული ეთნოსია, რომლის უმეტესობაც ჩინეთში, სინძიანის პროვინციაში ცხოვრობს. უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით, ისინი ჩინეთის მთავრობის მხრიდან პერმანენტულ ზეწოლას განიცდიან. პეკინის მთავრობა უიღურების უმცირესობას სეპარატიზმსა და ტერორიზმში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system