თავში

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

შუახევჰესის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს
შუახევჰესის  საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მსხვილი ენერგოპროექტი შუახევჰესი 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში და უკვე წელიწადზე მეტია გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შუახევჰესი წარმოადგენს ჯამურად 187 მგვტ სიმძლავრის ჰესების კასკადს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 510 მილიონ დოლარს აჭარბებს."შუახევი ჰესი" პროექტის ფარგლებში განხორციელდა ასობით სოციალური პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 8 მილიონი შეადგინა.

შუახევჰესს ნორვეგიელი და ინდოელი ინვესტორებმა ააშენეს და ამჟამად, ოპერირების ეტაპზე, ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები მართავენ. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ყოველდღიურად მიეწოდება საქართველოს მოსახლეობას.

ენერგეტიკოსების შეფასებით, შუახევჰესი წარმოადგენს დღეღამური რეგულირების ჰესს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისთვის პიკური მოთხოვნის დროს ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. "შუახევი ჰესი" გამომუშავებული ელექტროენერგიით ხელს უწყობს შიდა წარმოების ზრდას და ამავდროულად ქვეყნის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებას.

შუახევჰესი მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯია" პროექტის მშენებლობის ეტაპზე წარმოადგენდა აჭარის რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებელს, რომელმაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ენერგოპროექტი „შუახევი ჰესი“ 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა ოპერირებაში. შუახევი ჰესის 178 მგვტ-იანი სადგური პირველად 2017 წელს გაეშვა, თუმცა გვირაბთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო მოუწია რემონტზე გასვლა და მან ოპერირება განაახლა 2020 წლის თებერვალში. 2020 წლის მარტში მისმა გამომუშავებამ 58.9 გვტ.სთ შეადგინა, რაც ამ თვის ჯამური მიწოდების 5.4%ს და ჰიდროგენერაციის 8.3%-ს შეადგენდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system