თავში

"შუახევი ჰესი" სატესტო ოპერირებისთვის ემზადება

"შუახევი ჰესი" სატესტო ოპერირებისთვის ემზადება
შუახევი ჰესი სატესტო ოპერირებისთვის ემზადება

"აჭარისწყალი ჯორჯიას" ინფორმაციით, "შუახევი ჰესი" სატესტო ოპერირებისთვის ემზადება. როგორც პროექტის მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილია 9 მეგავატი სიმძლავრის სხალთა ჰესის სატესტო რეჟიმში ოპერირების დაწყება, 2020 წლის დასაწყისში 178 მეგავატი სიმძლავრის შუახევი ჰესის ელექტროსადგურის გაშვება 50%-იანი დატვირთვით, ხოლო 2020 წლის გაზაფხულზე ორივე ჰესი სრული დატვირთვით შევა ოპერირებაში.


"პროექტის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, მინდა მადლობა გადავუხადო დაუღალავი შრომისთვის საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროექტის გუნდს, რომელიც ბრიტანელი, ქართველი, გერმანელი, ინდოელი, თურქი, ავსტრიელი, ესპანელი, ჩეხი ინჟინრებისგან და ადგილობრივი ქართველი თანამშრომლებისგან შედგება. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ შუახევიჰესი იყოს უსაფრთხო და მდგრადი პროექტი არამარტო ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ მაღალი საოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტით", - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა პრაშანტ ჯოშმა.

შუახევი ჰესი მაღალმთიან აჭარაში ხულოსა და შუახევი ჰესის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შენდება. კომერციული ოპერირება შუახევი ჰესმა თავდაპირველად 2017 წელს დაიწყო, თუმცა 38 კილომეტრი სიგრძის გვირაბის, ჯამურად 300 მეტრიანი მონაკვეთის რამდენიმე ადგილას დაზიანების გამო ჰესის ოპერირება შეჩერდა. პროექტის მფლობელი კომპანიის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების თანახმად დადგინდა, რომ გვირაბში წყლის ინტენსივობის შედეგად შემცირებულმა ქანების სიმძლავრემ გამოიწვია დამონტაჟებული საყრდენის გადატვირთვა და შემდგომ გვირაბის დაზიანება.

პროექტის მენეჯერის განმარტებით, აღნიშნული ჰესი საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს, რომელიც ელექტროენერგიის შიდა წარმოებას გაზრდის და იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განმარტა, "შუახევი ჰესი", სხვა ჰიდროენერგო პროექტებთან, ამავდროულად მზის და ქარის ელექტროსადგურებთან ერთად, ხელს შუწყობს ინტეგრირებული ენერგო სისტემის შექმნას, გააძლიერებს სისტემის სტაბილურობას და გაზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას. 

შუახევი ჰესის პროექტის ინვესტორები ნორვეგიული "ქლინ ენერჯი ინვესტ", ინდური "ტატა ფაუერი" და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC–ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system