თავში

"შუახევიჰესი“ ექსპლოატაციაში შევიდა

"შუახევიჰესი“ ექსპლოატაციაში შევიდა
შუახევიჰესი“ ექსპლოატაციაში შევიდა

„შუახევიჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო.

პირველ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა „შუახევიჰესი“ (178 მგვტ), ხოლო „სხალთაჰესის“ (9 მგვტ) ოპერირებაში შესვლა გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

კომპანიის „აჭარის წყალი ჯორჯია“ აღმასრულებელი დირექტორის, პრაშანტ ჯოშის განცხადებით, „შუახევიჰესმა“ წარმატებით გაიარა ოპერირებაში შესვლის ყველა ეტაპი და მათ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე საქართველოს მოსახლეობა მიიღებს.

შუახევის ჰესების კასკადი, ჯამურად გამოიმუშავებს 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რითაც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას.

„შუახევიჰესის“ ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგო პროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას.

შუახევიჰესი წარმოადგენს ერთადერთ პროექტს ქართულ ენერგო სექტორში, რომელსაც სამი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და IFC-ის მიერ ფინანსდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system