თავში

შვეიცარიასა და საქართველოს შორის ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

შვეიცარიასა და საქართველოს შორის ტურიზმის მიმარ
შვეიცარიასა და საქართველოს შორის ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა გაღრმავდება

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრა გამართა. მათ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განიხილეს. ასევე ისაუბრეს უსაფრთხო დერეფნის შექმნასა და სხვა საკითხებზე. ინფორმაციას ამის სესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის შესახებაც ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ბრძოლას პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ და მიღებულ ეფექტურ გადაწყვეტილებებს.

„საქართველოში შვეიცარიის ელჩთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობა, პირდაპირი ავიარეისების ოპერირება და უსაფრთხო დერეფნების შექმნა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ საერთო პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია საქართველოში, საუბარი შედგა ტურიზმის საგანმანათლებლო პროექტების დანერგვაზე. ელჩმა გამოგვიცხადა სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორის მხარდასაჭერად ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტის განხორციელება შეიძლება,“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

„შვეიცარიასა და საქართველოს უამრავი საერთო აქვთ, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ტურიზმის სექტორში ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით განათლების კუთხით და ამ მიმართულებით საქართველოს რეგიონებში, საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროში შვეიცარიული ნოუ-ჰაუს დანერგვის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ თუ როგორ ვუმკლავდებით კორონავირუსის კრიზისს. ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება და მოვახდინეთ იმ მიმართულებების იდენტიფიცირება, რის შესახებაც გვაქვს საერთო ინტერესები და სამომავლოდ ვგეგმავთ თანამშრომლობას ტურიზმის მიმართულებით პოსტ კოვიდურ პერიოდში,”-განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system