თავში

სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, ალკოჰოლიც გაძვირდეს

სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, ალკოჰოლიც გაძვირდეს
სიგარეტის შემდეგ, შესაძლოა, ალკოჰოლიც გაძვირდეს

სიგარეტის შემდეგ, მოსახლეობის გაჯანსაღებაზე ზრუნვის საბაბით, ჯერი ალკოჰოლის გაძვირებაზე მიდგა. 2015 წლიდან, ყოველწლიურად მიმდინარეობს კამპანია, რომლემაც სასმელის დემონიზება და მომხმარებლის თავშეკავება უნდა გამოიწვიოს. არსებული ღონისძიებების შედეგი, როგორც ჩანს, არასაკმარისია და სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო აქტივობები, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, რისთვისაც წელს 90 000 ლარი დაიხარჯება. ძირითადი ძალისხმევა სოციალურ ქსელებზე იქნება მიმართული, რამაც ახალგაზრდების ჯგუფი უფრო მასშტაბურად უნდა მოიცვას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფასების ზრდას და რეკლამის აკრძალვას.

report.ge დაინტერესდა, რამდენად აქვთ ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ამ სფეროში მოქმედ ბიზნეს ოპერატორებს. ქართული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "გომის" სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეკლამა ისედაც აკრძალულია და ქართული სპირტიანი სასმელების წარმოება ამ დრომდეც მხოლოდ კანონის დაცვით ოპერირებდა. 

"ჩვენთვის უცნობია ახალი კამპანიის შესახებ, ამ საკითხზე ჯერ რაიმე ტიპის კომუნიკაცია არავის ჰქონია ბიზნესთან. რაც შეეხება რეკლამას, ამისთვის მხოლოდ სოციალურ ქსელებს ვიყენებთ. რადგან ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, ზუსტად რა ღონისძიებების გატარება იგეგმება, არ ვიცი, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ბიზნესზე" - გვითხრა ზაზა თაბაგარმა.

საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის, 320 ათასი 15-დან 29 წლამდეა. ამავე ორგანიზაციის კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system