თავში

სილიკომანგანუმის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

სილიკომანგანუმის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ცნობით მოქალაქეები, სოფელ წევასა და დაბა შორაპნის მიმდებარედ, სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენს (წიდა) უკანონოდ მოიპოვებდნენ. 

სამართალდამრღვევებს ჯამში, დაახლოებით 800 კგ. სასარგებლო წიაღისეული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს.  
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system