თავში

"სილიკონ ველი თბილისი" საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესებას თავობს

"სილიკონ ველი თბილისი"
სილიკონ ველი თბილისი საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესებას თავობს

"სილიკონ ველი თბილისი" საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის აქტივობების ერთწლიან გეგმას აანონსებს. თანამშრომლობის სპეციალური პლატფორმით სარგებლობა სტარტაპერებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებს შეეძლებათ. მათთვის ღია იქნება სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა. ამდენად, ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი ბიზნეს აქსელერატორის და ბიზნეს ინკუბატორის სერვისებით სარგებლობა, ვორკშოპებსა და ტრენინგებზე დასწრება, ინვესტორების წინაშე პიჩინგის სესიებში მონაწილეობა, საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებით სარგებლობა, ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მეწარმეობის მიმართულებით ახალი ლიტერატურის შექმნა, მეწარმეთა ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფა და შესაბამისი კვლევების განხორციელება, მეწარმეთა ციფრული ინკლუზია და სხვა.

ერთწლიანი აქტივობების გეგმა ასე გამოიყურება:

• საქართველოს მეწარმეობის ცენტრის დაფუძნება ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით. ჰენლის მეწარმეობის ცენტრი, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მყოფი ერთეულია, რომელიც ბრიტანეთის სამეცნიერო პარკის- Thames Valley Science Park –ის თანადამფუძნებელია, აქვს სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საგანმანათლებლო პროგრამები და სერვისები, რომლით სარგებლობა საქართველოში არსებულ სტარტაპებს და მცირე და საშუალო საწარმოებს შეეძლებათ;

  • MIT Global Startup Lab – MIT-ს მენტორების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაფუძნებული ლაბის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ყველა მეწარმესთვის, მსოფლიოს N1 რეიტინგის მქონე უნივერსიტეტის მიერ გამართული გამართული სესიები დასრულდება სტარტაპების დემო დღით, სადაც შეირჩევა ქვეყნის ერთი გამარჯვებული, იდეის შემდგომი განვითარების მხარდაჭერისთვის;
  • • გლობალური სტარტაპ ფონდის სესიები – Global Startup Foundation სილიკონ ველი თბილისის და ისრაელის სილიკონ ვადის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ერთეულია, რომელიც საქართველოში არსებული ყველა სტარტაპისთვის და მეწარმესთვის სესიებს გამართავს. ფონდის დაფინანსების მოპოვებას შეძლებს კანდიდატი, რომელიც მოამზადებს pitch deck-ს და წარსდგება ისრაელის angel ინვესტორების წინაშე ინოვაციური იდეით და ბიზნესის განვითარების სტრატეგიით;

    • სტარტაპ ბუთქემფები – ზამთრის და საზაფხულო ბუთქემფები მათთვის, ვისაც აქვს იდეა მაგრამ არ აქვს გამოცდილება, აინტერესებს გაიგოს მეტი სტარტაპ ეკოსისტემის შესახებ, განუვითარდეს საჭირო უნარები, დაამყაროს საინტერესო კავშირები და მოემზადოს სამეწარმეო საქმიანოს დასაწყებად. ბუთქემფების პროგრამა განხორციელდება ჰენლის მეწარმეობის ცენტრის განრიგის შესაბამისად და დასრულდება სტარტაპების დემო დღით, სადაც აკუმულირდება ბუთქემფის დროს მირებული ცოდნა;

    • ბიზნეს აქსელერატორის მიერ გამართული ვორკშოპების სერია მეწარმეებისთვის, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში – იდეის გენერირებიდან კომერციალიზაციამდე საჭირო ყველა ეტაპის შესაბამისი ვორკშოპი, საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ტრენერები და აქსელერაციის პროგრამა ყველა მსურველისთვის;

    • ბიზნეს ინკუბატორი და ბიზნეს კლინიკა მეწარმეებისთვის – ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური სტარტაპების კვლევა და განვითარებისთვის საჭირო ერთიანი სამუშაო სივრცე, მენტორინგის სესიები, ბიზნეს კლინიკის ფარგლებში გამართული კონსულტაციები, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას;

    • მეწარმეთა კონკურსები და სტარტაპ იდეების ყოველწლიური ფესტივალი – მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც განხორციელების საერთაშორისო პოტენციალი აქვს, კონკურსები და ფესტივალები ყოველწლიურად გაიმართება. შერჩეული კანდიდატების სტარტაპ იდეები გაიგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე და ექნება სილიკონ ველი თბილისის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შემდგომი განვითარებისთვის;

    • სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირებისთვის საჭირო კვლევის განხორციელება, პანელური დისკუსიის ფორმატის დანერგვა, შესაბამისი სარეკომენდაციო პაკეტის მომზადება და გაზიარება სახელმწიფო სტრუქტურებისთვის;

    • მეწარმეობის მიმართულებით ახალი ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნა და პოპულარული უცხოური გამოცემების სისტემატიური თარგმნა;

    სხვა აქტივობები, რომელიც ღიაა მეწარმეთათვის და სტარტაპებისთვის და რომელიც მოცემულია მუდმივად განახლებად კალენდარში იხილეთ: www.btu.edu.ge

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system