თავში

SOCAR: აზერბაიჯანი ევროპის გაზმომარაგების გეგმას არ თმობს

SOCAR: აზერბაიჯანი ევროპის გაზმომარაგების გეგმას არ თმობს
SOCAR: აზერბაიჯანი ევროპის გაზმომარაგების გეგმას არ თმობს

აზერბაიჯანული მიწების სომხური ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად  მიმდინარე სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, აზერბაიჯანი უარს არ ამბობს სამხრეთ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების გეგმებზე.

ამის შესახებ განაცხადა "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტმა ინვესტიციების და მარკეტინგის საკითხებში ელშად ნასიროვმა.

მისივე თქმით, ნოემბერში ტრანს-ადრიატიკის მილსადენი (TAP) მზად იქნება, წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღოს შაჰ დენიზის გაზის კონდენსატის საბადოდან, რომელიც მდებარეობს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში.

”სულ რაღაც ორ კვირაში,  სამხრეთ გაზის დერეფნის ინფრასტრუქტურის ახალი მონაკვეთი მზად იქნება”, - აღნიშნა ნასიროვმა.

ცნობისთვის, ოქრომბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ TAP-თან დაკავშირებით ყველაფერი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და გაზსადენთან დაკავშირებით ყველაფერი მზად არის.

TAP-ის კონსორციუმის ინფორმაციით, ტრანსადრიტიკული მილსადენის TAP-ის მშენებლობა დასრულდა. მილსადენის მშენებლობა 4.5 წელი გრძელდებოდა.

შეგახსენებთ,  TAP მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, პირველ ეტაპზე ევროპას ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის შაჰ დენიზ -2 პროექტის ფარგლებში. ეს მილსადენი გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიის სამხრეთით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system