თავში

SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს

SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს
SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს

SOCAR– ი მზადაა თურქმენულ კომპანიებს გაუზიაროს სამხრეთ გაზის დერეფნის მილსადენების სისტემებისა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლებლობები, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. აბდულაევის შეფასებით, ამ ენერგოდერეფნების უდიდესი შესაძლებლობების გამოყენება უმდიდრესი თურქმენული რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის ყველა მხარისთვის კომერციულად მომგებიანია. 

SOCAR-ის პრეზიდენტმა ფორმუმზე  გაზის სამხრეთ დერეფნის მნიშვნელობა შეაფასა და თქვა, რომ ის სტრატეგიული პროექტია იმპორტიორი ქვეყნებისთვის და ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მისივე მტკიცებით, პროექტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს მომწოდებლებისთვისაც, რადგან დერეფნები მათ აძლევთ წვდომას მოხმარების უზარმაზარი პოტენციალის მქონე ახალ ბაზრებზე, რაც მარკეტინგული თუ კომერციული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. 

"მიმწოდებლები ამ ენერგოდერეფნებით მიაღწევენ კომერციული დამოუკიდებლობის მაღალ დონეს და იღებენ გაზის გაყიდვის შესაძლებლობას ყველაზე ოპტიმალურ პირობებში. გაზის სამხრეთ დერეფანს გამოარჩევს ის, რომ არის საერთაშორისო პროექტი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და გახსნილია ყველა მეგობარი ქვეყნისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მისი ნაწილი, როგორც მომხმარებელთა, ასევე გაზის მომწოდებლების მხრიდან," - ამბობს როვგან აბდულაევი. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის ინფორმაციით, 3500 კილომეტრიანი სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $ 33 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ ენერგოდერეფანმა მოიცვა 7 ქვეყანა და დააკავშირა კასპიის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან. როვგან აბდულაევის შეფასებით, სამხრეთ გაზის დერეფანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში.

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ეს ფაქტი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება. ქართული მხარისთვის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაზის სამხრეთი კორიდორის პოლიტიკური ეფექტი: თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system