თავში

SOCAR-მა კასპიის ზღაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დაასახელა

SOCAR-მა კასპიის ზღაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დაასახელა
SOCAR-მა კასპიის ზღაში მომხდარი აფეთქების მიზეზი დაასახელა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. 

"კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში.

ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. 

ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქდება იმდენად მასშტაბური იყო, რომ ბაქოდანაც ჩანდა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აფეთქება უმიდის გაზის საბადოზე მოხდა, სადაც სამუშაოებს SOCAR აწარმოებს. თუმცა, კომპანიაში განაცხადეს, რომ აფეთქებას კასპიის ზღვაში SOCAR–ის უშუალო კონტროლის ქვეშ მყოფ ობიექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რესპუბლიკური სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორმა, გურბან ეთირმიშლიმ განაცხადა, რომ აფეთქება, რომელიც კვირას, 4 ივნისს კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში დაფიქსირდა, ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system