თავში

SOCAR-მა მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება დროებით შეწყვიტა

SOCAR-მა მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება დროებით შეწყვიტა
SOCAR-მა მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება დროებით შეწყვიტა

COVID 19-მა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება შეაფერხა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებების მხარეები ადგილობრივი სასტუმროს დეველოპერები არიან და ამ დროისთვის, მოლაპარაკებები შეჩერებულია და განახლდება გაზის პოტენციური მომხმარებლების მხრიდან ინტერესის გაჩენის შემთხვევაში. ინტერესი კი, აჰმადოვის თქმით, გაქრა მას შემდეგ, რაც COVID 19– სთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავისი საინვესტიციო საქმიანობა დროებით შეაჩერა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს SOCAR– მა პირველად განახორციელა საქართველოში პროექტი სახელწოდებით – “ვირტუალური გაზსადენი”. ტექნოლოგია გულისხმობს გაზის მიწოდებას მთიანი, ძნელად მისადგომი რეგიონებისთვის, სადაც გაზსადენების გაყვანა თითქმის შეუძლებელია და გაზი დასახლებებში გადაიტანება სპეციალურ კონტეინერებში და არა – მილსადენით. პირველი ასეთი პროექტი, ანუ საპილოტე პროექტი, საირმეში განხორციელდა.

ახმედოვმა აღნიშნა, რომ წელს არ იგეგმება ახალი გაზსადენების აშენება, ანუ წელს კომპანია საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციებნტის ზრდას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, 2020 წლის ექვსი თვის განმავლობაში SOCAR Georgia Gas– მა საქართველოში დაახლოებით 812 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა.

დღეისათვის SOCAR არის საქართველოს მთავარი მიმწოდებელი, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system