თავში

SOCAR საქართველოში კიდევ ერთ საბავშვო ბაღს ააშენებს

SOCAR საქართველოში კიდევ ერთ საბავშვო ბაღს ააშენებს
SOCAR საქართველოში კიდევ ერთ საბავშვო ბაღს ააშენებს

SOCAR Energy Georgia-მ,  საქართველოში განხორციელებული სოციალური პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში.

საძირკვლის ჩაყრას ესწრებოდნენ SOCAR Energy Georgia– ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი,  საქართველოს პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

სოფელ იორმუღანლოს საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის მოსახლეობაც 22 000 -ია, მთლიანად განხორციელდება SOCAR Energy Georgia- ს მიერ და უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს. 160 ადგილიანი საბავშვო ბაღი აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რამდენიმე კვირის წინათ,  „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system