თავში

SOCAR შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

SOCAR შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს
SOCAR  შვეიცარიაში მწვანე წყალბადის წარმოებას იწყებს

კომპანიები Alpiq, EW Höfe და SOCAR Energy Switzerland ფროიენბახში 10 მგვტ სიმძლავრის ელექტროლიზის ქარხნის აშენებას  გეგმავენ.

კომპანიების ერთობლივი განცხადების თანახმად, ქარხანა ექსპლუატაციაში  2022 წლის ბოლოსთვის შევა და დასრულებისთანავე იგი წელიწადში დაახლოებით 1000-1200 ტონა მწვანე წყალბადს გამოიმუშავებს, რათა  ნულოვანი ემისიების გამოყოფა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ნარჩენების სითბო მიეწოდება ახლადშექმნილ რეგიონულ გამათბობელ ქსელს. ამ გზით, ქარხანა შექმნის ახალ სტანდარტებს საერთო ეფექტურობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შვეიცარიაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგომომარაგებაში.

სუფთა/მწვანე წყალბადი იწარმოება წყლის ელექტროლიზის ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც წყლის H2O მოლეკულებს ელექტროენერგიის გამოყენების მეშვეობით (რომელიც აუცილებლად უნდა მიღებული იყოს განახლებადი რესურსებიდან) ყოფს H2 (წყალბადად) და O2 (ჟანგბადად). სუფთა/მწვანე წყალბადის გამოყენება შესაძლებელია, როგორც სატრანსპორტო საწვავის სახით, ისე შენობა-ნაგებობების გათბობის და ელექტროენერგიის წარმოების მიზნით.

გარდა ამისა, პროექტი ადგენს ახალ სტანდარტებს ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით: მეორე ფაზაში, პროექტის პარტნიორები გეგმავენ წყალბადის წარმოებიდან ნარჩენების სითბოს მიწოდებას რეგიონული გათბობის ქსელში, რომელიც ამჟამად ენერჯი ავსტერშვიცის მიერ არის შექმნილი. ამრიგად, წყალბადის ქარხანას შეუძლია სითბოთი 1,300 ოჯახი უზრუნველყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system