თავში

SOCAR Turkey-მა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა

SOCAR Turkey-მა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა
SOCAR Turkey-მა ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა

SOCAR Turkey Ar-Ge-სა და Innovation AS-ის კვლევისა და განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებულმა პირველმა ციფრულმა პროექტმა Circular TwaIN-მა  Horizon Europe Program-ის (HEUROPE) ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა.

პროექტი, მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული გადაწყვეტილებების საშუალებით  მდგრადობისა და ენერგოეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას. 

"თურქეთის უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგი, SOCAR Turkey, აგრძელებს ინოვაციური პროექტების კვლევას და განვითარებას მდგრადი, ეფექტური და უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის. Circular TwaAIn, პირველი ციფრული პროექტი, რომელიც შემუშავებულია SOCAR Turkey Ar-Ge-სა და Innovation AS-ის მიერ, ინტეგრირებული მდგრადი და წრიული წარმოების ხელოვნური ინტელექტის პლატფორმასთან პარტნიორობით, HEUROPE-ის დაფინანსების უფლება მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტს 10 საერთაშორისო პარტნიორისგან შემდგარი სამუშაო კონსორციუმი ჰყავს და იგი მსხვილ საწარმოო ობიექტებში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ენერგოეფექტურობის ციფრული ინსტრუმენტის შემუშავებას ისახავს მიზნად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system