თავში

სოფელ კოდაში ნუშის ბაღი შენდება

სოფელ კოდაში ნუშის ბაღი შენდება
სოფელ კოდაში ნუშის ბაღი შენდება

„საქართველოს ბანკისა" და შპს „ნათს ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით სოფელ კოდაში ნუშის ბაღი გაშენდება.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მიწის დამუშავების სამუშაოები, თუმცა უკვე ათვისებული დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ 6 ჰა მიწის ნაკვეთზე ესპანური, მაღალმოსავლიანი 8,600 ნერგი დარგო.

„შპს „ნათს ჯორჯია“ 1 ჰა-დან საშუალოდ 1,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას გეგმავს. კომპანია არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ნუშის რძის წარმოება და ექსპორტზე გატანა დაიწყოს. 

ნუშის ბაღის სრულად გაშენების შემდგომ კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს

ინვესტიციის ჯამური მოცულობა 199 000 ლარია.

კომპანია ამჟამად  7,2 ტონა ნუშის გულის მოსავლის აღებას ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system