თავში

სოფლების განვითარებას გაისად 40 მილიონი მოხმარდება

სოფლების განვითარებას გაისად 40 მილიონი მოხმარდება
სოფლების განვითარებას გაისად 40 მილიონი მოხმარდება

კვლავ 40 მილიონი ლარით დაფინანსდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში 3700-მდე დასახლებაში პრიორიტეტულ პროექტებს თავად ადგილობრივები შეარჩევენ,მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა პროექტს კი 20 მილიონი ლარი მოხმარდება.

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, წელს რეგფონდმა 455 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა. რეგფონდის ბიუჯეტი ბოლო წლებში მზარდია. 2017 წელს ფონდის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარამდე იყო, 2018-ში - 250 მილიონი, 2019-ში-270 მილიონი, ხოლო წელს მისმა მოცულობამ 360 მილიონი ლარი შეადგინა.

ცნობისთვის სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

შეგახსენებთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევით, 2019 წლიდან განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება. ორგანიზაციის განმარტებოით, გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და, შესაბამისად, ზრდის კორუფციის რისკებს.

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა და 402 მილიონი ლარის 6774 პროექტი დაფინანსდა.

 ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება. მომავალ წელს ეს უწყება ჯამში 2,371,630,000 ლარს დახარჯავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system