თავში

სოფლის განვითარებისთვის დაფინანსებულია 28 პროექტი

სოფლის განვითარებისთვის დაფინანსებულია 28 პროექტი
სოფლის განვითარებისთვის დაფინანსებულია 28 პროექტი

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება. „სოფლის განვითარების პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებულია 28 პროექტი, ინვესტიციის ჯამური ღირებულება 4,800,000 ლარს აჭარბებს, თანადაფინანსება 3 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოვეთვიური გაზეთის აპრილის გამოშვებაში.

„სოფლის განვითარების პროგრამას“ ახორციელებს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში.

შეგახსენებთ, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, შპს „ბიორასმა“, 60 მზის პანელისა და 24 მზის ბატარეის შესაძენად, 30,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო. გამომუშავებული ენერგიით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 12 ჰა-ზე გაშენებული კაკლის ბაღისა და მცირე სასათბურე მეურნების სარწყავი წყლით უზრუნველყოფა ხდება.

„საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ ხელშეწყობას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ხელს უწყობს სოფლად მდგრადი მიდგომებისა და მწვანე გადაწყვეტების დანერგვას“, - ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა. 

„ენერგოეფექტურობა და მწვანე გადაწყვეტები ჩვენი საგრანტო დახმარების საკვანძო საკითხია. სოფლის განვითარებაში ახალი მიდგომების დანერგვით, შესაძლებლობა გვეძლევა, რომ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა უკეთესად აღვადგინოთ, როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის საკეთილდღეოდ“, - დასძენს UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ. 

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რეგიონი გამორჩეულია ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალით, მნიშვნელოვანია რომ შპს „ბიორასის“ წარმატებული გამოცდილება გაიზიარონ სხვა ადგილობრივმა მეწარმეებმაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system