თავში

სოფლის მეურნეობაში COVID-19-მა ახალი შესაძლებლობები გააჩინა

სოფლის მეურნეობაში COVID-19-მა ახალი შესაძლებლობები გააჩინა
სოფლის მეურნეობაში COVID-19-მა ახალი შესაძლებლობები გააჩინა

მართალია, პანდემიამ სერიოზული პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სისტემებში, თუმცა აშკარაა, რომ მან არაერთი შესაძლებლობაც მოიტანა, რაც სექტორის ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და მთელი რიგი გამოწვევების წინააღმდეგ სექტორის მდგრადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

შესახებ აღნიშნულია ISET-ის კვლევაში "COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაზე".

როგორც მკვლევარები ამბობენ, ვინაიდან სურსათზე მოთხოვნა მუდმივია და მომხმარებელთა მხარჯველობითი ქცევებიც იცვლება (სულ უფრო მეტი ადამიანი ამზადებს საჭმელს სახლში, რესტორნებსა თუ კაფეებში სიარულის ნაცვლად), სოფლის მეურნეობამ შეიძლება პანდემიით დაზარალებულ ეკონომიკის სხვა სექტორებზე უკეთესი შედეგი აჩვენოს. გარდა ამისა, პოპულარული ხდება მარტივი მებაღეობა და სულ უფრო მეტი ოჯახი ერთვება ისეთ მარტივ ფერმერულ საქმიანობაში, როგორიც ყვავილებისა თუ ბოსტნეულის მოყვანაა.

აგროსპეციალისტების განმარტებით, იმისათვის, რომ ყველა ეს შესაძლებლობა რეალობად იქცეს და ზრდა უფრო დიდი იყოს, საჭიროა, არსებული საბაზრო სისტემები გაუმჯობესდეს. არსებულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა აგრარული ბაზრების რეფორმა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ფერმერის ბაზართან დასაკავშირებლად, უსაფრთოხების ქსელის შესაქმნელად, სათანადო სამუშაო პირობების შესაქმნელად და სასოფლო-სამეურნეო და სურსათის სისტემების დეცენტრალიზაციისთვის, რათა ისინი კიდევ უფრო მდგრადი გახდეს.

მათივე მტკიცებიტ,  დიჯიტალიზაცია, ანუ გაციფრულების პროცესი სოფლის მეურნეობაში პანდემიამდე ნელა მიმდინარეობდა თუმცა, სპეციალისტების პროგნზოით, მოსალოდნელია, პანდემიის შემდეგ ციფრული მექანიზმების დანერგვა დაჩქარდეს რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება სექტორისთვის და საჭირო ინფრასტრუქტურაც განვითარდება. მათივე აზრით, ციფრული ექსტენციის სერვისები შეიძლება გამოვიყენოთ სურსათის უვნებლობის რისკებსა და, ზოგადად, აგრარულ ტექნოლოგიებზე ცნობიერების ამაღლებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ონლაინ ტრანზაქციების პლატფორმებს შეუძლია მწარმოებელი მომხმარებელთან დააკავშიროს. 

"პანდემიამდე საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებდა, საიდან მოდიოდა სურსათი, თუმცა COVID-19 გაზარდა სურსათის წარმომავლობისადმი ინტერესი. და ბოლოს, ბლოკჩეინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯაჭვში სურსათის წარმოების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის გასაზრდელად," - განმარტებულია ISET-ის კვლევაში.

აქვე საუბარია ურბანული და პერიფერიულ-ურბანული სოფლის მეურნეობის განვითარების შესაზლებლობაზეც და განმარტებულია, რომ  გადაადგილების შეზღუდვამ შეაფერხა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის კავშირი, რამაც ურბანული და ნახევრად ურბანული სოფლის მეურნეობის მიმართულების განვითარების შესაძლებლობა გააჩინა.

"ეს იდეა პრაქტიკაში დაინერგა აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც ურბანული სოფლის მეურნეობა ამარაგებს სურსათის მიწოდების ჯაჭვს და ლოქდაუნის დროს მიწოდების ხარვეზს ავსებს. ურბანული და ნახევრად ურბანული სოფლის მეურნეობა ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობაც შეიძლება იყოს;" - ამბობენ სპეციალისტები. მათივე აზრით, კორონავირუსის პანდემიამ სოფლად მიგრანტების დაბრუნებას შეუწყო ხელი, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება.

"არაერთმა მიგრანტმა დაკარგა სამუშაო და იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. მართალია, პანდემიამ უმუშევრობა გაზარდა, თუმცა აგრარული სექტორი საკუთარი შრომა-ინტენსიური საქმიანობებით შეიძლება შემოსავლის პოტენციური წყარო იყოს მათთვის, ვისაც სამშობლოში იძულებით დაბრუნება მოუწია. შედეგად, მომავალში სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ასეთი შესაძლებლობებზე კაპიტალიზაციასა და პანდემიის გამოცდილებისგან სწავლას," - ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system