თავში

სოფლის მეურნეობაში ერთობლივი ინვესტიციები 7 მლრდ-ს შეადგენს - ღარიბაშვილი

სოფლის მეურნეობაში ერთობლივი ინვესტიციები 7 მლრდ-ს შეადგენს - ღარიბაშვ
სოფლის მეურნეობაში ერთობლივი ინვესტიციები 7 მლრდ-ს შეადგენს - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის დაანონსებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციების ეტაპი დაიწყო. პირველი გეგმას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს.

ღონისძიება პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლით გახსნა, გეგმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ კი მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე. მთავრობამ დაასრულა მუშაობა პირველად დოკუმენტზე და დღეიდან თემატურ განხილვებს ვიწყებთ. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოფლის მეურნეობა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. გარდა ამისა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ქვეყანა უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს. ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, მე არ ვარ იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ ქვეყანაში მეტის წარმოება შეგვიძლია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system