თავში

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება
სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც პილოტირება რამდენიმე წლის წინ გავუკეთეთ, ეს იყო ძირითადად დონორული დახმარებით სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, რაც საგრანტო დახმარებას ითვალისწინებს და ის ფაქტობრივრად ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომია- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო.

„ეს არის ფაქტობრივად ყველაფერი ის, რაც ფერმერს სჭირდება საწარმოო საშუალებების კითხვით იმისთვის, რომ მან სწორად და თანამედროვედ განახორციელოს სოფლის მეურნეობის საქმიანობები. იყოს კონკუნერტუნარიანი. ამისთვის მას სჭირდება თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაზე, რომ კერძო სექტორში არსებობდეს სასოფლო სამეურნეო მექანიზაცია. ჩვენ ახლა მცირე მეურნეობებისთვის გავაჩინეთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება, ეს არის 50% და მაქსიმუმ 50 000 ლარი. ასევე ვიცით, რომ სასათბურე მეურნეობებზე არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა. მცირე და საშუალო მეურნეობებისთვის გვაქვს 50 000 ლარამდე თანადაფინანსების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანი დახმარებაა ასევე საირიგაციო თანამედროვე სარწყავი სისტემების თანადაფიანანსება. ეს შეიძლება იყოს როგორც დამასხურებელი, ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ეს არის ის ძირითადი საშუალება, რომელიც ერთწლიანი კულტურების თანამედროვე პირობებში წარმოების უფლებას მოგვცემს,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

ფერმერთა საგადასახადო შეღავათების ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

მესათბურე ფერმერებს კი ხელისუფლება ხარჯების ნახევარს დაუფინანსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system