თავში

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა ახალციხეში გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი უწყებების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების და სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“ -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system