თავში

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით მორიგი შეხვედრა მცხეთაში ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ მიმართეს.

გიორგი ჯიბლაძემ თავის გამოსვლაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტებში ადგილობრივი ფერმერების ინფორმირებისათვის თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში სააგენტოს საქმიანობა შეაჯამა.

აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის, მაღალმთიანი დასახლებების გაძლიერებისა და ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წელს, მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა განახორციელა. დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 12 მილიონამდე ლარი შეადგინა. რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 26 ჰექტარი ფართობის ბაღი გაშენდა. შესრულდა სამელიორაციო სამუშაოები და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სახნავ-სათესი მიწების გასარწყავების შესაძლებლობა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system