თავში

"სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს სამთავრობო სუბსიდირების წესს უზუსტებს

"სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს სამთავრობო სუბსიდირების წესს უზუსტებს
სოკარ ჯორჯია გაზი აბონენტებს სამთავრობო სუბსიდირების წესს უზუსტებს

აბონენტმა, რომელმაც მარტის თვეში მოიხმარა 200 და ნაკლები კუბ/მ გაზი, ანუ გადასახდელი აქვს 114 ლარი ან ამაზე ნაკლები, მას გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის თვის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი გაზი არაუმეტეს 200 კუბ/მ-სა [ანუ, არაუმეტეს 114 ლარი], სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ მარტის თვის თანხა, რომელიც უკვე გადაიხადეს აბონენტებმა, დარჩება მათ დეპოზიტზე და შემდგომში გამოიყენებენ.

კომპანიის განცხადებით, „სახელმწიფო სუბსიდიის თანხა არ ეხება წინა თვეების დავალიანებისა და გაზიფიკაციის თანხის დაფარვას. „სოკარ ჯორჯია გაზი“ ელოდება ამ გადაწყვეტილების აღსრულების მექანიზმების დაზუსტებას“.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ცხელ ხაზზე - 16 114 ან მისწერეთ კომაპნიას [email protected]

კომპანიის ცნობით, ცხელი ხაზის  24/7 საათის განმავლობაში მუშაობს.

შეგახსენებთ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების გადახდის გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო.

ცნობისთვის, მოქალაქეებს შეუძლიათ უარი განაცხადონ მთავრობის მიერ კომუნალურების დაფარვაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system