თავში

,,სოკარ ჯორჯია გაზი“ ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებას არ გეგმავს - Exclusive

,,სოკარ ჯორჯია გაზი“ ახალი დასახლებული პუნქტების
,,სოკარ ჯორჯია გაზი“ ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებას არ გეგმავს - Exclusive

საქართველოში დაწყებულია რეგიონების გაზიფიცირების ფართომასშტაბიანი პროექტი. 

report.ge დაინტერესდა, რა გეგმა აქვს "სოკარ ჯორჯია გაზს" ამ მიმართულებით? 

როგორც ენერგოკომპანიაში განგვიმარტეს, შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ არ იგეგმება ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირება. 

"ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების გეგმას ახორციელებს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 05 აპრილის №791 განკარგულების საფუძველზე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ახორციელებს ახალი აბონენტების გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთებას კომპანიის სალიცენზიო არეალის ფარგლებში," - განუმარტეს report.ge-ს კომპანიაში.

მათივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, კომპანია ემსახურება 715 000-ზე მეტ აბონენტს.

"მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მარეგულირებელი კომისიის მიერ დამტკიცებულია კომპანიის 3-წლიანი საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება," - აუხსნეს report.ge-ს კომპანიაში.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში report.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ "სოკარ ჯორჯია გაზი” საქართველოში მილსადენების ქსელს აფართოებს.  მთავრობის განკარგულებით, დედოფლისწყაროს, მარტვილის, ხაშურის, ჩოხატაურისა და ზუგდიდის რაიონში მდებარე მილსადენებს შეიძენს. უძრავ ქონებაში, რომელიც კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა „სოკარ ჯორჯია გაზი” 6,154,370 ლარს გადაიხდის. “სოკარ ჯორჯია გაზმა” საფასურის გადახდა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს. თანხის დაფარვის საბოლოო თარიღად 2036 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system