თავში

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტობანზე მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებას გეგმავს

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტობანზე მულტიფუნქციური
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტობანზე მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებას გეგმავს

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ რამდენიმე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ სოკარის გასაჩერებელი და დასასავენებელ ობიექტები მთელ ავტობანზე მოეწყობა. ობიექტებს შორის დაშორება მინიმუმ 50 კოლიმეტრი იქნება.

„სამომავლოდ, მსგავსი ტიპის ობიექტებით მთელი ავტობანის დაფარვას ვაპირებთ. თბილისი-სარფის მონაკვეთზე კიდევ ორი, ან სამი ობიექტი შეიძლება გაკეთდეს. დაახლოებით, ჩუმათელეთის ტერიტორიაზე და შემდეგ სარფთან ახლოს და გურიაში. ასეთ ადგილებს შორის მინიმუმ, 50 კილომეტრიანი დაშორება მაინც უნდა იყოს, რომ აზრი ჰქონდეს,- ამბობს კომპანიის დირექტორი, ლევან გიორგაძე და დასძენს, რომ ივლის აგვისტოში ქვეყანაში შიდამობილობა გაზრდილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, რაც კომპანიისთვის ოპტიმისტური სიგნალია, თუმცა შემოდგომაზე, სეზონურობიდან გამომდინარე, აქტივობის ვარდნას მაინც ელოდებიან.

„ამ ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს. პანდემიის დროსაც და მის გარეშეც შემოდგომა-ზამთარი ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე ზაფხული. ველოდებით იმაზე დიდ ვარდნას, ვიდრე პანდემიის გარეშე იქნებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასვლა შეზღუდული აქვთ, უფრო მეტი მოძრაობა არის ქვეყნის შიგნით, საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო ხშირად დადიან საკუთარი ავტომობილებით, ვიდრე ტურისტები“,- განმარტავს გიორგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system