თავში

"სოკარი" ადგილობრივ ბაზარზე საწვავის უხარისხობის მიზეზს განმარტავს - Exclusive

"სოკარი" ადგილობრივ ბაზარზე საწვავის უხარისხობის მიზეზს განმარტავს
სოკარი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის უხარისხობის მიზეზს განმარტავს - Exclusive

"ქართულ ბაზარზე ხარისხის პრობლემას ქმნიან ე.წ. ადგილობრივი მწარმოებლები, გადამამუშავებელი ქარხნები. არის კონტრაბადის შემთხვევებიც, რომლის ხარისხიც სტანდარტებს ნაკლებად აკმაყოფილებს," - ასე ხსნის საქართველოში საწვავის უხარისხობის მიზეზს report.ge-სთან საუბრისას "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე.

პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საწვავის ხარისხის რეგულირების კანონდებლობის გამკაცრებაზე მუშაობს. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი არ გამორიცხავს, რომ საწვავის სტანდარტის დამრღვევს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

დაგეგმილი რეგულაციების შეფასება report.ge-მ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" სთხოვა.

კომპანია საქართველოს ბაზარზე საწვავის ხარიხის პრობლემას აღიარებს და მიესალმება საკანონმდებლო ცვლილებას, რითაც, კომპანიის დირექტორის ლევან გიორგაძის განმარტებით, ბაზარზე მდგომარობა გამოსწორდება.

"სოკარი მიესალმება საკანონმდებლო ცვლილებას და ვფიქრობთ რომ გამოასწორებს ეს ბაზარზე სიტუაციას. სისხლის სამართლის დევნა იმ შემთხვევაში არის თუ ხარისხობრივ პარამენტრები, რომლებიც ზემოქმედებენ გარემოზე არის იმაზე ბევრად მეტი ვიდრე დასაშვებია, შესაბამისად, ამ ტიპის საწვავი არა მხოლოდ ავტომობილისთვის არის ცუდი არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის," - განუცხადა report.ge-ს ლევან გიორგაძემ და დასძინა, რომ საწვავის ხარისხი, რომელსაც ბაზარზე არსებული ძირითადი ბრენდები სთავაზობს ქართველ მომხმარებელს, მაღალი ხარისხისაა. 

"ევროპიდან შემოდის ევრო 5 სტანდარტის ბენზინი და დიზელი, თუმცა საქართველოში აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან ევრო 4 სტანდარტის დიზელიც შემოდის, რომელიც თავის კატეგორიაში ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართულ ბაზარზე ხარისხის პრობლემას ქმნიან ე.წ. ადგილობრივი მწარმოებლები, გადამამუშავებელი ქარხნები. არის კონტრაბადის შემთხვევებიც, რომლის ხარისხიც სტანდარტებს ნაკლებად აკმაყოფილებს.სოკარის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ გვაქვს 4 ტიპის საწვავი: ნანო პრემიუმი, ნანო ევრო რეგულარი, ნანო ევრო დიზელი და ნანო დიზელი. პირველი სამი კატეგორიის საწვავი შემოდის ევროპიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის ქარხნებიდან და სრულად აკმაყოფილებენ ევრო 5 სტანდარტს. ნანო დიზელი შემოდის აზერბაიჯანიდან და აკმაყოფილებს ევრო 4სტანდარტს," - განუმარტა report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, სულ აღებულია 92 ერთეული სინჯი, მათგან 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებულია ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი, ასევე, 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს, უფრო მეტიც 2-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად დაშვებული 50 მგ/კგ ფიქსირდება 211 მგ/კგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system