თავში

"სოკარი" დღეიდან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

"სოკარი" დღეიდან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს
სოკარი დღეიდან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, "სოკარი" დღეიდან დამატებითი უსაფრთხოების ზომების გატარებაზე გადადის. 

"ჩვენი მოლარე-ოპერატორები აღჭურვილები არიან ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით, ავტოგასამართი სადგურები კი აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით. ამას გარდა, ყველა ობიექტს უტარდება რეგულარული დეზინფექცია," - აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ ახლა, როცა კორონავირუსის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შეუძლიათ დასაქმდნენ "სოკარის" ბენზინგასამართებზე მოლარე ოპერატორის პოზიციაზე და იმუშაონ უსაფრთხო გარემოში:

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს:

- ხელფასი 450 ლარი (ხელზე)
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- თვეში 24 საათიანი 10-11 მორიგეობა
- ღამის საათებში ძილის შესაძლებლობა
- კვარტალური საბონუსე სისტემა
- კარიერული განვითარების რეალური შანსი
- უშუალო დამოკიდებულება და მარტივი კომუნიკაცია მენეჯმენტთან.

შეგახსენებთ, კომპანია კორპორატიული კლიენტებს სთავაზობს დისტანციურ სერვისსაც.

"ამისთვის, მხოლოდ ჩვენი მეილი: [email protected] დაგჭირდება.

"სოკარის" დისტანციური მომსახურება მოიცავს:

☑ მოთხოვნილი საწვავის ინვოისის მომზადებას;
☑ მოთხოვნილი საწვავის შესაბამისი ანგარიშ ფაქტურის ☑ ატვირთვას RS.GE საიტზე;
☑ საწვავის დარიცხვას საბარათე ანგარიშზე;
☑ საწვავის გადანაწილებას კომპანიის ბალანსზე არსებულ ბარათებზე;
☑ მომხმარებლების პროგრამულ/ტექნიკური მხარდაჭერას;
☑ ემბუსირებული ბარათების შეკვეთას და მიწოდებას თქვენთვის სასურველ მისამართზე;
☑ ონლაინ გვერდის მომზადებას;
☑ რეპორტინგს.

სატელეფონო კონსულტაცია შეგიძლიათ ნომერზე *0001"  - აღნიშნავენ კომპანიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system