თავში

'სოკარი' კმაყოფილია თავისი საქმიანობით საქართველოში - როვნაგ აბდულაევი

'სოკარი' კმაყოფილია თავისი საქმიანობით საქართველოში - როვნაგ აბდულაევი
'სოკარი' კმაყოფილია თავისი საქმიანობით საქართველოში - როვნაგ აბდულაევი

ილჰამ ალიევის მოკითხვას გადავცემ პრემიერ-მინისტრს, აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ და სხვა ფაქტორებშიც ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა გვაკავშირებს, – ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა, როვნაგ აბდულაევმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოკარის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანისთვის შექმნილი პირობების შედეგია ის, რომ აზერბაიჯანმა მილიარდ 200 ათასის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.

მისივე თქმით, საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი და ეს შედეგი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ფიქსირდება.

„დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი გაზიფიცირებაშია მიმართული. 300 მილიონზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული საქართველოში გაზიფიცირების სფეროში. საქართველოს მთავრობა აქტიურად გვეხმარება, რომ გაზიფიცირების ინვესტირება ფართოდ განხორციელდეს. ზოგი ისეთი სოფლებია, სადაც გაზიფიცირებას ვახორციელებთ, რომელმაც შესაძლოა ეკონომიკური სარგებელი არ მოგვცეს, მაგრამ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, მათი პროგრამებით, იქაც კი შეგვყავს გაზი და გაზიფიცირება ხდება.

მთავრობა მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ყველა სოფელს ჰქონდეს გაზი . დიდი სიამაყით მინდა გითხრათ, რომ საქართველოში გაზიფიცირება 90%-ზეა აყვანილი. დამიჯერეთ, ეს შედეგები მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაშია. მათ შორის, აზერბაიჯანში გაზიფიცირების მაჩვენებელი 96%-ზეა, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 90%-ია. ირანში ქვეყნის 70%-ია გაზიფიცირებული, საქართველოში 90%-ზეა აყვანილი ეს პროგრამა. ამ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობისაგან აქტიური მხარდაჭერა გვქონდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა როვნაგ აბდულაევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system