თავში

სოკარი საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

სოკარი საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს
სოკარი საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

სოკარი საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანია ჩვენს ქვეყანაში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგო-კრიზისის დროს შემოვიდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი.

"დღეს სოკარი ევროპის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, თუმცა საქართველო იყო პირველი ქვეყანა აზერბაიჯანს გარეთ, სადაც ავტოგასამართი სადგური გავხსენით.

სოკარი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და წლების მანძილზე ბიუჯეტის უმსხვილესი გადამხდელი იყო.  

ვამაყობთ ჩვენს ჯგუფში, მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებული 4,000-ზე მეტი პროფესიონალით.

ამას გარდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებების დაცვა: გარემოზე ზრუნვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება და შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზება.

ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ თანამედროვე გამოწვევებს და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, არ დავივიწყოთ ქველმოქმედება და მომავალშიც ერთგულად ვემსახუროთ მომხმარებელს", - აღნიშნულია SOCAR Georgia Petroleum-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system