თავში

"სოკარი" საქართველოში პროექტს "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" აგრძელებს

"სოკარი" საქართველოში პროექტს "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა"
სოკარი საქართველოში პროექტს აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა აგრძელებს

"სოკარის" ფინანსური მხარდაჭერით, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებს და შშმ პირებს კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა.

გაიმართა ტურნირები მინი გოლფში, ცხენოსნობაში, სასტენდო სროლაში და ბოულინგში.

"პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებით საქართველოსთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას," - განმარტავენ კომპანიაში.

შეგახსებთ, "სოკარი" ახალგაზრდული მედია კავშირის პროექტს  "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" აგრძელებს. პროექტი 20-ზე მეტ აქტივობას და 500-ზე მეტ შშმ პირს აერთიანებს.

გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში SOCAR– მა მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს მსხვილ სოციალურ პროექტებს.

სოკარმა 2006 წლიდან დაიწყო ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობტერმინალი, გაზგამანაწილებელი ქსელი და ბენზინგასამართი სადგურები. კომერციული საქმიანობის გარდა, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად ორიენტირებულ პროექტებს საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system