თავში

"სოკარი": წელს თხევადი აირის იმპორტი 52%-ით გაიზარდა - Exclusive

"სოკარი": წელს თხევადი აირის იმპორტი 52%-ით გაიზარდა
სოკარი: წელს თხევადი აირის იმპორტი 52%-ით გაიზარდა - Exclusive

"საქართველოში 2020 წლის პირველ 6 თვეში იმპორტირებულია დაახლოებით 52%-ით მეტი თხევადი აირი, ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში," - ამის შესახებ report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმიდან" აცნობეს.

საქმე ისაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG) გამოყენება საავტომობილო გამართვისათვის, როგორც ბენზინის ალტერნატივა. 

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი ლევან გიორგაძე გვიხსნის, რომ ევროპის ქვეყნები აქტიურად მოიხმარენ აღნიშნულ საწვავს და მასზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც. რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, გიორგაძის განმარტებით, მისი სწორად და სტანდარტების დაცვით ექსპლუატაცია სრულიად უსაფრთხოა.

"LPG არის ნავთობ-პროდუქტი, რომელიც მიიღება ნავთობის გადამუშავებით. მისი სწორად და სტანდარტების დაცვით ექსპლუატაცია არის უსაფრთხო, თუმცა აუცილებელია ექსპლუატაციის სტანდარტების მკაცრი დაცვა, რადგან თავისი ბუნებით საწვავი საკმაოდ ფეთქებადია. ევროპის ქვეყნები საკმაოდ აქტიურად მოიხმარენ აღნიშნულ საწვავს," - განუცხადა report.ge-ს გიორგაძემ.

ცნობისთვის, ნავთობიმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, შარშან  საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციითვე,  დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას, მათი რიცხვი 200 ერთეულს აღემატება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირი დიდი ხანია მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ ვინაიდაინ LPG არის ნავთობპროდუქტი, მასზეც დაწესდეს ხარისხობრივი სტანდარტი და ის იყოს სავალდებულო, როგორც ეს არის ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში. ბიზნესგაერთიანების ინფორმაციით, ევროკავშირში თხევადი გაზისთვის მოქმედებს სტანდარტი EN-589. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system