თავში

"სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები მონტაჟდება

"სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები მონტაჟდება
სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები მონტაჟდება

"სოკარის" ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელები მონტაჟდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარემოს დაცვა მათი კორპორატიული პასუხისმგებლობის 5 სტანდარტიდან ერთ-ერთია. მათივე განმარტებით, ამ პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე კვირის წინ, „სოკარის“ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტზე, თბილისის ზღვაზე განლაგებულ ავტოგასამართ სადგურზე, დამონტაჟდა მზის პანელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ეს უკვე მეორე ავტოგასამართი სადგურია თბილისში, რომელიც ოპერირებს მზის ენერგიის გამოყენებით. ავტოგასამართი სადგურების სახურავზე 200კვ.მ ფართობზე განთავსებული მზის პანელების პიკური სიმძლავრე 39,6 კვტ-ს შეადგენს, რაც წლის განმავლობაში იძლევა 48 ათასამდე კვტ/სთ ენერგიის გამომუშავების საშუალებას. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წლიური გაფრქვევა 28,7 ტონით ნაკლები იქნება.

მზის პანელების დაპროექტებისა და ავტოგასამართ სადგურებზე დამონტაჟების მიზნით, „სოკარმა“ მოიწვია კომპანია Sonnenschmied-ის გამოცდილი კონსტრუქტორი-სპეციალისტები გერმანიიდან, რითაც უზრუნველყოფილი იქნა სამუშაოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით განხორიცელება - პროექტში გამოყენებული თითოეულ კომპონენტი დამოწმებულია ევროკავშირის ერთიანი ბაზრისათვის აუცილებელი ხარისხის სერტიფიკატით. თბილისის ზღვისა და აღმაშენებლის ხეივანზე, ბოტანიკის ინსტიტუტთან განლაგებულ „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე მზის პანელებით გამომუშავებული ენერგია მოხმარებული იქნება ავტოგასამართი სადგურის მიერ, მათ შორის ელექტრომობილების დამტენის და „Way Mart”-ის საცალო ვაჭრობის ცენტრების მიერ.

„სოკარის“ სამომავლო გეგმები უკავშირდება  მზის პანელებით ელექტრომობილების სწრაფი დამუხტვის ცენტრების შექმნასაც.

ცნობისთვის, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი"სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

ცნობისთვის, წლების განმავლობაში SOCAR– მა მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებსმსხვილ სოციალურ პროექტებს.

სოკარმა 2006 წლიდან დაიწყო ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობტერმინალი, გაზგამანაწილებელი ქსელი და ბენზინგასამართი სადგურები. კომერციული საქმიანობის გარდა, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად ორიენტირებულ პროექტებს საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system