თავში

"სოკარის" სიურპრიზი მომხმარებელს

"სოკარის" სიურპრიზი მომხმარებელს
სოკარის სიურპრიზი მომხმარებელს

„სოკარი" მომხმარებელს სხვადასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. 

ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში „სოკარი“ „ფორმულა 1“-ის საგზურებს ათამაშებს.

პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე, „სოკარი“ გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელს მოიხმარენ. ორივე გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით ბაქოში და 5-6-7 ივნისს გასამართ დაუვიწყარ „ფორმულა 1“-ის რბოლას დაესწრება. ჯამში, კომპანია „სოკარი“ ოთხი თვის განმავლობაში 8 გამარჯვებულს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს და ავტომობილისთვის „სოკარის“ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარს.

საქართველოს მასშტაბით, 11 ავტოგასამართი სადგურის რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ მომხმარებლების წახალისება გადაწყვიტა და ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ბილეთებსაც ათამაშებს.


კონკურს „ფორმულას“ პარალელურად, პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, მომხმარებლები, რომლებიც „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე მეტ ნანო ევრორეგულარს ან ბუნებრივ აირს შეიძენენ, ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ორ ბილეთს მიიღებენ, რომელიც 2020 წლის 4 ივლისს ქალაქ ბაქოში გაიმართება. 

აუცილებელი პირობაა, რომ საცალო მომხმარებლები სტანდარტულ განახლებულ ენერჯი ბარათს ფლობდნენ. ამ კონკურსის შემთხვევაშიც, „სოკარი“ თვეში ორ გამარჯვებულს გამოავლენს.

მონაცემების გადამოწმება, რომელ პოზიციაზე იმყოფებით კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელია მობილური აპლიკაციის Socar Geo საშუალებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system