თავში

"სოკარმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

"სოკარმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა
სოკარმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. მან მადლობა გადაუხადა კომპანიის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის. 

შეგახსენებთ, კომპანია „სოკარმა“ StopCoV ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

ამავე ფონდს Socar Energy Georgia- ს აღმასრულებელმა დირექტორმა მახირ მამედოვმა 25 000 ლარი შესწირა.

ცნობისთვის, კომპანია "სოკარმა" საქართველოში გაზიფიცირების კოეფიციენტი გაზარდა.

საქართველოში ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი აბონენტი "სოკარის" გაზს იყენებს.

2008 წელს "სოკარის" გაზიფიკაციის რაოდენობა საქართველოში 46% პროცენტს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი ეს რიცხვი 78%-მდე გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system