თავში

"სოკარმა" რაჭის ორი სოფლისთვის წიგნები შეიძინა

"სოკარმა" რაჭის ორი სოფლისთვის წიგნები შეიძინა
სოკარმა რაჭის ორი სოფლისთვის წიგნები შეიძინა

"სოკარმა" გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად რაჭის ორ სოფელში, პიპილეთსა და გლოლაში, ჩაიტანა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ქალთა გაძლიერება "სოკარის" CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. 

"სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან დამეგობრება გადავწყვიტეთ და მათთან ერთად ჩავიტანეთ წიგნები იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამჯერად რაჭის ორი სოფელი შეირჩა და სადაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სოკარის მიერ შეძენილი წიგნებით ჩავიდა. სოფელ გლოლაში არსებული ბიბლიოთეკა საკმაოდ ძველია და აუცილებლად ჩავთვალეთ მისი ახალი ლიტერატურით შევსება; სოფელ პიპილეთში კი - ძველი ბიბლიოთეკის შენობა რამდენიმე წლის წინ სულაც ხანძარმა იმსხვერპლა," - განმარტავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, პიპილეთში ბიბლიოთეკისათვის ადგილი გამგეობის შენობაში გამოიყო და ბიბლიოთეკაში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მის პროექტში ჩართული ქალი დაასაქმა. 

„სოკარი“ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ მსგავს აქციას გეგმავს.

შეგახსენებთ, გარემოს დაცვა, ახალგაზრდების მხარდაჭერა, უსაფრთხოება, ქალთა გაძლიერება, შშმ პირთა და ხანდაზმულების მხარდაჭერა, - ამ მიმართულებით "სოკარი" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოლო 2 წელია საქართველოში აქტიურად მუშაობს. კომპანიამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ 2018 წელს წარადგინა.

წლების განმავლობაში SOCAR– მა მხოლოდ სოციალურ სფეროებში 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო. კომპანია საქართველოს მთავრობასთან ერთად ახორციელებს მსხვილ სოციალურ პროექტებს.

სოკარმა 2006 წლიდან დაიწყო ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, რამაც ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ყულევის ნავთობტერმინალი, გაზგამანაწილებელი ქსელი და ბენზინგასამართი სადგურები. კომერციული საქმიანობის გარდა, კომპანია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურად ორიენტირებულ პროექტებს საქართველოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system