თავში

"სოკარმა" STOPCOV ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა

"სოკარმა" STOPCOV ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა
სოკარმა STOPCOV ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა

კომპანია „სოკარმა“ StopCoV ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა. 

კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდის ფინანსურ მხარდაჭერას გააგრძელებს. კომპანია მზადაა მთავრობას სხვა საჭირო რესურსითაც დაეხმაროს.

"კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ფონდის ფინანსური მხარდაჭერის პარალელურად, „სოკარი“ ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება," - აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, ბიზნესასოციაციისა და მისი წევრების კონტრიბუცია StopCov ფონდში 5 მილიონი ლარია.

ჯამში ფონდი 12.5 მილიონ ლარს აგენერირებს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, StopCov ფონდში აკუმულირებული თანხები, სრულიად გამჭვირვალედ იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system