თავში

სოკო დეპრესიასა და შფოთვას ამცირებს - კვლევა

სოკო დეპრესიასა და შფოთვას ამცირებს - კვლევა
სოკო დეპრესიასა და შფოთვას ამცირებს - კვლევა

ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც  სოკოს რეგულარულად მიირთმევენ, დეპრესიის განვითარების უფრო დაბალი რისკის ქვეშ არიან. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Science Alert ავრცელებს.

მეცნიერებმა ამ საიდუმლოს ამოხსნა ჯერ ვერ მოახერხეს. მათ ვერ დაადგინეს, რატომ მოქმედებს სოკო ადამიანებზე ამგვარად, თუმცა ფაქტია, რომ ის  ძალიან სასარგებლოა.

აშშ-ს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა  24 000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანის კვების და ფსიქიკური ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზეს. 

ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Hericium erinaceus-ის ტიპის სოკოს დეპრესიისა და შფოთვის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. 

თუმცა, ყველაზე ხშირად ამერიკელები  თეთრი შამპინიონებს (Agaricus bisporus) მიირთმევენ. ისინი მდიდარია კალიუმით, რომელიც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას. 

სოკო შეიცავს სხვადასხვა ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს მათ აშკარა ანტიდეპრესანტულ ეფექტს. მაგრამ იმის გაგებას, თუ რომელი ფაქტორები თამაშობენ გადამწყვეტ როლს, კიდევ ბევრი მოლეკულური, კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევა დასჭირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system