თავში

სოსო არჩვაძე: მოსახლეობის 25% შიმშილობს

სოსო არჩვაძე: მოსახლეობის 25% შიმშილობს
სოსო არჩვაძე: მოსახლეობის 25% შიმშილობს

საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი შიმშილობს. ბოლო წლებში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის საფუძველზე სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ასკვნის, რომ მოსახლეობის 25%-ის მდგომარეობა დრამატულია, რამდენადაც მათი ხარჯი საკვების მინიმალურ დონეზე უზრუნველაყოფად არ არის საკმარისი. 

არჩვაძის ინფორმაციით, საქართველოში 270 ადამიანია, რომელიც სურსათზე 280 ლარზე ნაკლებს ხარჯავს. ეს ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანი ანუ  ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე არსებობის, ფიზიკური გადარჩენის პრობლემის წინაშეა.

,,არსებული მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის ხელფასი მხოლოდ საკვების შესაძენადაა მიმართული. ბევრს შემოსავალი სურსათის მინიმალური დონის უზრუნველსაყოფადაც არ ყოფნის. საკმარისი საკვები მოსახლეობის 30%-ს აქვს, 40%-ის მდგომარეობა ამ მხრივ მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია. 25% კი შიმშილობის ზღვარზეა, ასეთი ქვეყანაში 270 ათასამდე ოჯახია. ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშეა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სერიოზული მუშაობაა გასაწევი. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, საკვებით უზრუნველყოფა სერიოზულ საკითხს წარმოადგენს აშშ-თვისაც, სადაც სასურსათო ტალონს სახელმწიფოსგან ყოველწლიურად 43 მლნ ადამიანი იღებს. ხოლო ერთი კალათის ღირებულება 192 დოლარს შეადგენს. მით უფრო, გამოწვევა დიდია საქართველოსთვის, სადაც  მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკვების დეფიციტს განიცდის. ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ პრობლემის მოგვარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ადამიანებს არსებობა-გადარჩენისთვის დრამატული ბრძოლა არ უწევდეთ", - აცხადებს სტატისტიკოსი.

IRI-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვების მიხედვითკითხვაზე - როგორ შეაფასებით თქვენი ოჯახის ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას, 1500 გამოკითხულიდან 43% პასუხობს, რომ „უფრო ცუდად“, 17% - „ძალიან ცუდად“. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system